ახალი ამბები
ქუთაისში, ამომრჩეველს კაბინაში საწერკალამი არ დახვდა
FaceBook
ქუთაისის #96-ე საარჩევნო უბანში პირველ ამომრჩეველს, რომელიც 08:02 წუთზე დაფიქსირდა კაბინაში კალამი არ დახვდა.
კომისიის თავმჯდომარე ნათია ბოდოკია ქუთაისიპოსტთან საუბარში ამბობს, რომ  პრობლემა მაშინვე აღმოიფხვრა და ხმის მიცემის პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ამ უბანში სულ 1 239 ამომრჩეველი არის რეგისტრირებული. აქედან ამ დროისათვის 6 ამომრჩეველმა მისცა ხმა.


ქუთაისში, სულ 124 საარჩევნო უბანია. აქედან, ერთი სპეცუბანია.

ქუთაისში სულ 152 561 ამომრჩეველია, აქედან 85 440 ქალი და 67 121 მამაკაცია.

ქუთაისში ქალაქის მერის მანდატისთვის 8 კანდიდატი, ხოლო 81 მაჟორიტარი იბრძოლებს.
Print