ახალი ამბები
წყალტუბოში წითელ წიგნში შეყვანილი სვავი მოკლეს
FaceBook

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ტყაჩირში "საქართველოს წითელი ნუსხით" დაცული სვავის მოკვლის ფაქტი გამოვლინდა.

აღნიშნულზე რეაგირება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოს საფუძველზე მოხდინეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით ამ დროისთვის, ფოტოზე ასახული ორივე პიროვნება იდენტიფიცირებულია, მათ ჩამოერთვათ ახსნა-განმარტება.

"ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს. მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საგამოძიებო ორგანოს გადაეგზავნება"- ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, დასავლეთის რეგიონული სამმართველოს განცხადებაში.

მათი ინფორმაციით, გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის ოდენობამ 2500 ლარი შეადგინა.

 

Print