ახალი ამბები
"ქუთაისიპოსტი" მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს მიუკერძოებლად აშუქებს - მედიამონიტორინგის შედეგები
FaceBook
სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტმა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა გამოაქვეყნა, სადაც საინფორმაციო საგენტო ქუთაისიპოსტიც მოხვდა.

ონლაინ მედიის მონიტორინგი მიმდინარე წლის 19 ივნისიდან 8 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

კვლევაში აღნიშნულია, რომ მონიტორინგის პერიოდში kutaisipost.ge-ზე დადებითი ან უარყოფითი განწყობა რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ არ შეინიშნებოდა.

„ვებგვერდზე დაცულია ჟურნალისტური სტანდარტები და ეთიკის ნორმები. აღსანიშნავია, რომ სათანადოდ არის გამიჯნული კომერციული ხელშეკრულების ფარგლებში მომზადებული სტატიები სარედაქციო მასალებისგან,“ - აღნიშნულია კვლევაში.

აქვე მითითეულია, რომ kutaisipost.ge-ზე ყველაზე აქტიურად ადგილობრივი მთავრობის (40%), მთავრობისა (26%) და „ქართული ოცნების“ (16%) საქმიანობა გაშუქდა.

დადებითი ან უარყოფითი ტონის განსაკუთრებულად მაღალი პროცენტული მაჩვენებლები კი მონიტორინგის არც ერთი სუბიექტის გაშუქებისას არ გამოვლენილა.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი კვლევაში მითითებულია ქუთაისიპოსტის მიერ მომზადებული ვიდეო გადაცემათა ციკლი „თავისუფალი ტრიბუნა“, რომლის ფარგლებშიც წარმოდგენილი იყო ინტერვიუები ქუთაისის მერობის კანდიდატებთან და ასევე, სხვადასხვა პარტიის წარმომადგენლებთან.

„აღნიშნული გადაცემები მომზადებული იყო ობიექტურად და არ შეინიშნებოდა დადებითი ან უარყოფით განწყობა ქუთაისის მერობის რომელიმე კანდიდატის მიმართ,“- მითითებულია კვლევაში.

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, ასევე აღნიშნავს, რომ kutaisipost.ge-ზე განთავსებული სარეკლამო სტატიები სათანადოდ იყო გამიჯნული სარედაქციო მასალებისგან. სარეკლამო ხასიათის მასალებს კი ნებისმიერი მკითხველისთვის გასაგებად ჰქონდა მითთებული, რომ აღნიშნული სტატია იყო სარეკლამო.

„მონიტორინგის შედეგად, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ kutaisipost.ge აქტიურად და მიუკერძოებლად აშუქებს მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ჟურნალისტური სტანდარტებისა და ეთიკის ნორმების დარღვევის შემთხვევები ვებგვერდზე არ გამოვლენილა,“- აღნიშნულია დოკუმენტში.

Print