ახალი ამბები
"ყველა ხმას დავიცავთ და არავის მივცემთ უფლებას ამ არჩევნების გაყალბების"
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა ამომრჩეველს მიმართა და 21 ოქტომბერს, არჩევნებზე მისვლისკენ მოუწოდა. გრიგოლ ვაშაძის თქმით, არავის მისცემენ არჩევნების გაყალბების უფლებას და თითოეულ ხმას დაიცავენ.

"ხვალ მნიშვნელოვანი დღეა. ეს არ არის უბრალოდ თვითმმართველობის არჩევნები. ეს არის შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქემ გამოიყენოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლება,პროტესტი განაცხადოს სიღატაკეზე, სიდუხჭირეზე უიმედობაზე და უძრაობაზე. ჩალის ფასად დაყრილ ნარკოტიკებზე, რაც მთავარი პრობლემები არის. ყველა ხმას დავიცავთ და არავის მივცემთ უფლებას ამ არჩევნების გაყალბების, მაგრამ მთავარია იყოს ამომრჩევლის აქტივობა, იმიტომ რომ მათზე უკეთესად თავის უფლებებს, თავის ქვეყანას ვერავინ დაიცავს", -  განმარტა გრიგოლ ვაშაძე. 

21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია.
Print