ახალი ამბები
ზესტაფონის საბავშვო ბაღში მოწამლული ბავშვები საავადმყოფოდან გაწერეს
FaceBook

ზესტაფონში, სოფელ ილემის საბავშვო ბაღში მოწამლული ბავშვები საავადმყოფოდან გაწერეს.

ზესტაფონის "ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების" ხელმძღვანელის თქმით, აღსაზრდელების საავდმყოფოდან გაწერა გუშინ 19 ოქტომბერს ღამის 23:00 საათზე მოხდა.
" ყველა მათგანი გაიწერა სახლში დაენიშნათ დიეტური კვების რეჯიმი",  - ამბობს ჩვენთან საუბარში ზესტაფონის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხემძღვანელი ზოია ლელაძე.

მისი თქმით, ბაღში ბავშვების მოწმვლა ერთ-ერთი მშობლის მიერ დამზადებულმა ნამცხვარმა გამოიწვია, რადგან სოფელ ილიმეს ბაღში 19 ოქტომბერს ერთ-ერთი აღსაზრდელის დაბადების დღე. 

"მოიტანა მშობელმა ნამცხვარი და მიირთვეს აღსაზრდელებმა, ვაფრთხილბთ მშობლებს რომ არ შემოიტანონ საჭმელი გარედან მაგრამ არიან ურჩი მშობლები", - ამბობს ზოია ლელაძე. მისი თქმით, ილიმეს ბაღში სწვალის პროცესი 23 ოქტომბერს განახლდება. 

აქვს თუ არა ჯანდაცვის სამინისტროს  აღნიშნულთან  დაკავშირებით მოკვლევა დაწყებული უწყებიდან პასუხის მიღებისთანავე შემოგთავაზებთ. 

19 ოქტომბერს ზესტაფონის სოფელ ილიმეს ბაღში მოწამვლის შედეგად საავადმყოფოში 11 ადამიანი გადაიყვანეს. ასევე საავადმყოფოში მოხვდა მაღაზიის გამყიდველი და ერთ-ერთი აღსაზრდელის ბებიაც.


ამავე თემაზე:

ზესტაფონის საბავშვო ბაღში აღსაზრდელები მოიწამლნენ

 

Print