ახალი ამბები
ქუთაისის მერობის კანდიდატმა უსაფრთხოების კუნძული დააზიანა
FaceBook
ქუთაისში,  "დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველოს" მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ ნიკეას ქუჩაზე უსაფრთხოების კუნძული თვითნებურად მოანგრია.
გოგი წულაიას თქმით, ნიკეაზე ახლადრეაბილიტირებულ გზაზე ხშირად ხდება ავარიები, რადგან უსაფრთხოების კუნძული არასწორად არის გაკეთებული.

"ეს უსაფრთხოების კუნძული კი არა ეს არის სიკვდილის კუნძულები, რადგან ამის გაკეთების შემდეგ გახშირებულია ავარიაები", – განაცხადა მერობის კანდიდატმა.


მერობის კანდიდატის თქმით, ამ მონაკვეთზე ათობით მანქანა დაიმტვრა. ადგილზე ეუთოს დამკვირებლები იმყოფებოდნენ.
წულაიამ საპატრულო პოლიცია გამოიძახა, თუმცა, ადგილზე არცერთი ეკიპაჟი არ მისულა.

"ვაზიანებ სახელწიფო ქონებას და ქვეყანა ჩავაყენე საქმის კურსში. თუმცა, მოვიდა პატრული დაარტყა წრე, ნახა რას ვაკეთებდი და გააგრძელა გზა", – ამბობს მერობის კანდიდატი.

შინაგან საქმეთა სამინიტროს საზოგადოებასთან უერთიერთობის სამსახურში ჩვენთან საუბარში განმარტეს, რომ შემთხვევის ადგილზე  პატრული  მივიდა და  რეაგირება მოახდინა.
Print