ახალი ამბები
ზესტაფონში, საცხოვრებელ სახლში მამაკაცი დაიწვა
FaceBook
ზესატფონის სოფელ კვალითში საცხოვრებელ სახლში მამაკაცი დაიწვა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ცეცხლი როცა შენიშნეს,  50 წალმდე ასაკის მამაკაცი სახლიდან მძინარე გამოიყვანეს. ისინი ამბობენ, რომ სახლში მამაკაცები ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.

ცეცხლი დაანთეს და  ადგილობრივების ვარაუდით,  ხანძარი შეშის ღუმელიდან გაჩნდა. გადარჩენილ მამაკაცს არ ახსოვდა, რომ სახლში მისი მეგობარი იმყოფებოდა. ადგილზე მოსულ სახანძროს კი მამაკაცი დამწვარი დახვდა.

ადგილზე პოლიცია და ექსპერტ-კრიმინალისტები იმყოფებოდნენ.





Print