ახალი ამბები
ღამის კლუბი, გალერეა–რესტორანი, ბარი – ოთხი სეგმენტი ერთ სივრცეში
FaceBook
ქუთაისში, თამარ მეფის ქუჩაზე, ე.წ "ლომებიანი სახლის" შენობაში "Le Garage" გალერეა - რესტორანი, ყინულის ბარი, VIP სივრცე და ღამის კლუბი მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს 21:00 გაიხსნება. 

მთელი სივრცე 400-მდე ადამიანზეა გათვლილი. ადგილზე 50 პერსონალი დასაქმდა. ღამის კლუბი ისტორიული შენობის ქვედა ნაწილში გაიხსნება, სადაც შესვლის ღირებულება 20 ლარი იქნება.

"გალერეა - რესტორანში ყოველთვის გამოიფინება ქართველი მხატვრების ნამუშევრები და ამით ვფიქრობთ, რომ წავახალისებთ მხატვრებს და გემოვნებიან სეგმენტსაც შევქმნით. იქნება, აგრეთვე, ქართულ-ფრანგული სამზარეულო და ეს ქუთაისელებისთვისაც და ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო იქნება. ყიმნულის ბარში კი სკანდინავიური ეფექტი იქნება", - ამბობს ბარის მოწყობის იდეის ავტორი, ლალი მოროშკინა.

მისივე თქმით, საახალწლოდ ძველებური სტილის მანქანასაც გაათამაშებენ.

Print