ახალი ამბები
ქუთაისის მერი გერმანიაში გაცვლით პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს შეხვდა
FaceBook
ქუთაისელ სტუდენტებს ზამთრისა და ზაფხულის არდადაგების გერმანიაში, სხვადასხვა ფირმებსა და ორგანიზაციებში მუშაობის შესაძლებლობა აქვთ. 

ამ პროგრამაში მონაწილე სტუდენტებს დღეს ქალაქის მერი ქუთაისის მერიაში შეხვდა და იქ მიღებულ გამოცდილებაზე, მნიშვნელობასა და სხვა საკითხებზე ისაუბრეს. საზაფხულო და ზამთრის დასაქმების პროგრამით მიმდინარე წელს 130-მდე სტუდენტმა ისარგებლა. 

ლელა ხელაძე გერმანიაში გაცვლითი პროგრამით მიმდინარე წელს სამუშაოდ უკვე მეექვსედ იმყოფებოდა. ის ქალაქ ჰამბურგთან ახლოს, ბალტიის ზღვის ერთ-ერთ კუნძულზე სავაჭრო ცენტრში 9-10 კვირის განმავლობაში მუშაობდა. ის ამბობს, რომ აღნიშნული პროგრამით ძალიან კმაყოფილია და მასში მონაწილეობას სხვებსაც ურჩევს.

"ხელფასი მანდ საკმაოდ მაღალი გვაქვს, მაგრამ გამოცდილების და დამოუკიდებლობის მხრივაც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა და ყოველ წელს უფრო და უფრო საინტერესოა", - ამბობს პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე, ლელა ხელაძე. 

რაც შეეხება პროგრამაში მონაწილეობის კრიტერიუმებს მსურველი არადამამთავრებელი კურსის სტუდენტი უნდა იყოს, უნდა ფლობდეს გერმანულ ენას და დამოუკიდებელად ცხოვრების უნარი უნდა გააჩნდეს. გერმანიაში სტუდენტებს ქართულ-გერმანული ცენტრი 2007 წლიდან უშვებს.
Print