ახალი ამბები
"არ იყო პრიორიტეტებში" - რგფ მდინარე ოღასკურას ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტზე
FaceBook
ქუთაისის მერიამ მდინარე ოღასქურას ნაპირსამაგრი სამუშაოების პროექტი რეგიონალური განვითარების ფონდს გასულ წელს წარუდგინა. რომლის ღირებულებამ 2 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. იმ შემთხვევაში თუკი ფონდი პროექტს დააფინანსებდა სამუშაოები მიმდინარე წელს უნდა განხორციელებულიყო.

რეგიონული განვითარების ფონდში ადასტურებენ, რომ ქუთაისის მერიამ სამუშაოების განხორციელების პროექტი ფონდს ჯერ კიდევ გასულ წელს წარუდგინა. თუმცა, იმის გამო, რომ ის პრიორიტეტულ პროქტებში არ იყო მითითებული ამიტომ დაფინანსება ვერ მიიღო.

"როდესაც რეგიონიდან შემოდის პროექტი, ის უნდა იჯდეს პრიორიტეტებში. შემდეგ გადის სამთავრობო კომისიაზე, სადაც დაფინანსების საკითხი გადაწყდება. ეს პროექტი არ იყო პრიორიტეტებში," - განაცხადეს რეგიონული განვითარების ფონდში.

უწყებაში ამობენ, რომ პროექტი იმ შემთხვევაში მოიპოვებს დაფინანსებას, თუკი ქუთაისის მერია მის პრიორიტეტულობას დაასაბუთებს.

"ეს საკითხები ადგილზე წყდება და პირველ რიგში, მათ უნდა იცოდნენ რა არის გასაკეთებელი," - განუცხადეს ქუთაისიპოსტს რეგიონული განვითარების ფონდში.

ქუთაისის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის მიერ შემუშავებული პროექტის თანახმად, ნაპირსამაგრი სამუშაოები მდინარე ოღასკურას მთლიან ზოლზე უნდა ჩაუტარდეს, პირველ ეტაპზე კი კალაპოტი ჭონქაძის ქუჩიდან ირაკლი აბაშიძის ქუჩის (პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია) ჩათვლით უნდა გაამაგრდეს.

მიმდინარე წლის 16 ოქტომბერს ქუთაისში მდინარე ოღასკუარა კალაპატოდან გადმოვიდა და ბუხაიძის ქუჩის ნაწილი დატბორა, რის შედეგადაც შეფერხდა ტრანსპორტისა და ქვეითთა გადაადგილება.

მდინარის მოდიდების გამო ქუთაისის 6 საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესიც შეფერხდა.
Print