ახალი ამბები
"მოვუწოდებ ადგილობრივ ხელისუფლებას დაფიქრდნენ თუ რა იწვევს გაწვიმების დროს ქალაქის დატბორვას"
FaceBook
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის მერობის კანდიდატმა, გუშინდელი სტიქიის შესახებ ბრიფინგი გამართა.
გრიგოლ ვაშაძემ, ქუთაისის მასშტაბით სტიქიისგან მიყენებულ ზარალზე ისაუბრა და განმარტა, რომ მოქალაქეების მხრიდან "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში დახმარების მიზნით ბევრი ზარი შევიდა ადგილზე მისულებს კი, მხოლოდ საპატრულო პოლიცია ხვდებოდათ.

ვაშაძე, ადგილობრივ ხელისუფლებას მოუწოდებს დაფიქრდნენ თუ რა იწვევს გაწვიმების დროს ქალაქის დატბორვას და რა გზით შეიძლება პრობლემის მოგვარება, ვინაიდან მისივე თქმით, მდინარე ოღასყურა არ იწმინდება,რის გამოც მოხდა მსგავსი მასშტაბის სტიქია.

"მოვუწოდებ, ადგილობრივ ხელისუფლებას დაფიქრდენენ თუ რა იწვევს გაწვიმების დროს ქალაქის დატბორვას და როგორ შეიძლება ამ პრობლემის მოგვარება", - განმარტა ბრიფინგზე გრიგოლ  ვაშაძემ.  16 ოქტომბერს მოსული უხვი ნალექის შედეფად მდინარე ოღასქურა კალაპოტოდან გადმოვიდა, რის გამოც ავტოქარხანა და ბუხაიძის ქუჩა დატბორა.

მუნიციპალიტეტის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვისა და განვითარების სამსახურის უფროსის, ვლადიმერ ნაკაშიძის განმარტებით, 16 ოქტომბერს დილიდან  მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იყო მთელი სპეცტექნიკა. მისი თქმით,  ყველა ცხელ წერტილში  თანამშრომლები დაუზარებლად მუშაობდნენ.

"ასე რომ, ოპოზიციური პარტიის ბრალდებები, თითქოს მოუმზადებლად შევხვდით სტიქიას, არ შეესაბამება სიმართლეს, ხოლო რაც შეეხება მდინარე ოღასქურას გაწმენდის თემას უსაფუძვლოა ბრალდება იმის შესახებ, რომ ის არ გაწმენდილა. რა თქმა უნდა, მისი გაწმენდა მოხდა. თუმცა, დიდი რაოდენობით წყალი, რომელიც ძლიერი წვიმის შედეგად დაგროვებულმა პატარა მდინარის კალაპოტმა ვერ გაატარა", - ამბობს ვლადიმერ ნაკაშიძე.


ამავე თემაზე:

მდინარე ოღასკურას ადიდების გამო, ბუხაიძის ქუჩაზე მოძრობა გადაკეტილია (ფოტო)

კალაპოტიდან გადმოსული მდინარე ოღასკურა ქუთაისში (ვიდეო)

"ქუჩის კანალიზაციის წყლები სარდაფში ჩადის" - ქუთაისში მოსახლოება დახმარებას ითხოვს

ქუთაისის დატბორილი ქუჩები (ვიდეო)




Print