ახალი ამბები
სფფ - ბელორუსიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი ქუთაისში გაიმართება
FaceBook
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ამხანაგური შეხვედრა რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.

სფფ-ს ცნობით, ბელორუსიის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ, ქუთაისში მიმდინარე წლის 13 ნოემბერს გაიმართება.

ასევე, უეფას ერთა ლიგის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, საქართველოს ნაკრები კვიპროსს უმასპინძლებს. ეს შეხვედრა კი გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 10 ნოემბერს ჩატარდება.

საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის გათამაშებაში 2018 წლის სექტემბრიდან ჩაერთვება.

Print