ახალი ამბები
"დღეს შედარებით ცოტა მოსწავლეები გვყავს" - ქუთაისის საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი აღდგა
FaceBook

ქუთაისის 6 საჯარო სკოლაში, სადაც 16 ოქტომბერს მოსული უხვი ნალექის გამო სწავლის პროცესი შეფერხდა, 17 ოქტომბერს, გაკვეთილები ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს.

ქუთაისის #32-ე  საჯარო სკოლის დირექტორის ჯეირან ყურაშვილის თქმით, ნალექმა დააზიანა საჯარო სკოლის ეზოს ტერიტორია და ის სასწრაფო რეაბილიტაციას საჭიროებს.

"აყრილია ბეტონის საფარი და მოსწავლეებს უჭირთ ამ გზაზე გადაადგილება. ჩვენი ხარჯებით ამის შეკეთებას ვერ შევძლებთ. იმედია შეიქმნება სპეციალური კომისია და ისინი დაგვეხმარებიან",  - ამბობს ჩვენთან საუბარში ქუთაისის #32 საჯარო სკოლის დირექტორი, ჯეირან ყურაშვილი.

უხვი ნალექის გამო წყალი ჩამოვიდა ქუთაისის #36-ე  საჯარო სკოლის ქიმიის კაბინეტში. სკოლაში განმარტავენ,  რომ სწავლის პროცესი ჩვეულ რეჟიმში გრძელდება, თუმცა მოსწავლეების სიმცირე შეიმჩნევა.

"როგორც ჩანს, დასველდნენ ბავშვები გუშინ და ამიტომ დღეს შედარებით ცოტა მოსწავლები გვყავს. სხვა მხრივ არ არის პრობლება კვლავ 45 წუთიანი გაკვეთილები გვაქვს", - ამბობს ქუთაისის #36 საჯარო სკოლის დირექტორი, თენგიზ თაბუკაშვილი.

ქუთაისის საჯარო სკოლის დირექტორების თქმით, ჯერ მათ დაქვემდებარებაში მყოფ სასწავლო დაწესებულებებში გათბობა ჩართული არ არის. თუმცა, ჩართვას უახლოეს მომავალში გეგმავენ.

"თუ კიდევ გაგრძელდება ასეთი ცუდი ამინდი აუცილებლად ჩავრთავთ გათბობას", - აცხადებენ ქუთაისის #36 საჯარო სკოლაში.

ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრში აცხადებენ , რომ უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული სკოლების შეკეთებაზე ქუთაისის მერიასთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ.

"ჯერ არ ვიცით, როგორ მოხდება ზიანის შეკეთება უნდა გავესაუბრო ქალაქის მერს, რის შემდეგაც მეცოდენება როგორ მოხდება რეაბილიტაცია დაზიანებული სკოლების ", - განგვიმარტა ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელძღვანელმა, ბადრი ვაშაკიძემ. 

რაც შეეხება,  საჯარო სკოლებში გათბობის ჩართვას, ბადრი ვაშაკიძის თქმით ეს სკოლის დირექტორების გადაწყვეტილებაზე დამოკიდებული.

"თუ იქნება შესაბამისი კლიმატი აუცილებლად უნდა ჩართოს დირექტორმა გათბობა", - ამბობს ბადრი ვაშაკიძე.

გუშინ, 16 ოქტომბერს ძლიერი წვიმის გამო ქუთაისის სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყდა და ბავშვების ევაკუაცია გამოცხადდა.

ამავე თემაზე:

მდინარე ოღასკურას ადიდების გამო, ბუხაიძის ქუჩაზე მოძრობა გადაკეტილია (ფოტო)

კალაპოტიდან გადმოსული მდინარე ოღასკურა ქუთაისში (ვიდეო)

"ქუჩის კანალიზაციის წყლები სარდაფში ჩადის" - ქუთაისში მოსახლოება დახმარებას ითხოვს

ქუთაისის დატბორილი ქუჩები (ვიდეო)

 

Print