ახალი ამბები
ქუთაისის მერია რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის გამო შენობას ყიდის
FaceBook
შენობა სასტუმროს ან საცხოვრებლის მოწყობის პირობით გაიყიდება


ქუთაისის მერია რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისთვის ემზადება. აღნიშნულის მიზნით ადგილობრივი თვითმმართველობა მის ბალანსზე არსებული ოთხსართულიანი შენობის გაყიდვას გეგმავს.
გასაყიდად გამიზნული შენობა, ქუთაისში გამსახურდიას ქუჩაზე (რაგბის სტადიონთან) მდებარეობს.
"იმ პირობით გავყიდით შენობას თუკი შემსყიდველი 2017 წლის მაისისითვის იქ შეძლებს სასტუმროს ან საცხოვრებლის მოწყობას. გვინდა რომ მომზადებულები ვიყოთ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატისტვის, რომელიც ჩვენს ქალაქში ჩატარდება", - განმარტავს  ქუთაისის მერის მოადგილე კოტე ქავთარაძე.
აღნიშნული სამზადისის გარდა, ქუთაისის მერია რაგბის მსოფლიო ჩემპიონატთან დაკავშირებით სარეკლამო ბანარებს დაამზადებს.


Print