ახალი ამბები
სინოპტიკოსები ქუთაისში გამოდარებას 18 ოქტომბრიდან პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქუთაისში ნალექიანი ამინდი  18 ოქტომბრამდე შენარჩუნდება.

სინოპტიკოსების ვარაუდით, დროგამოშვებით, დასავლეთის მიმართულებით ქარი გაძლიერდება.

"წვიმა დღის ბოლომდე  იქნება. ღამით შესაძლებელია ინტენსივობამ მოიკლოს. დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულებით ქარი გაძლიერდება. 18-ში დღის ბოლოდან გამოიდარებს",  - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

მისივე თქმით, ტემპერატურა მიმდინარე თვის 19 ოქტომბრიდან მოიმატებს და 21-23 0 -მდე იქნება.
Print