ახალი ამბები
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას ფაროსანასთან ბრძოლისთვის წამლის რეცეპტს სთავაზობს
FaceBook
აზიურ ფაროსანასთან აქტიურ ბრძოლაში ჩართვისკენ მოსახლეობას მოუწოდებენ.

ამ მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მოქალაქეებს მავნებლის მექანიკურად განადგურებისთვის რეცეპტს სთავაზობს. 

ფაროსანას განადგურებისთვის საჭირო რეცეპტი სურსათის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ სოციალურ გვერდზე განთავსდა. 

მათ მიერ გამოქვეყნებულ წერილში ნათქვამია, რომ გამოსაზამთრებლად სახლებში შესული ფაროსანას წინააღმდეგ დაუშვებელია ქიმიური წამლობა. ამიტომ მავნებლის გასანადგურებლად გამოიყენება მექანიკური მეთოდები, რომლებიც ეფექტიანად უზრუნველყოფს ფაროსანას განადგურებას საცხოვრებელ სახლებში.

"ჯამში ჩაასხით საპნიანი წყალი ან ჭურჭლის სარეცხი ჟელე და ააქაფეთ. ჯამი დადგით ღამით და დაანათეთ მაგიდის სანათი ისე, რომ ოთახში სხვა განათება არ იყოს. დილით ჯამში უამრავ დამხრჩვალ ფაროსანას აღმოაჩენთ. არ დაიზაროთ ფაროსანასთან მექანიკური ბრძოლა.  გახსოვდეთ, ერთი ინდივიდის განადგურება ნიშნავს მომავალი სეზონისთვის 200-მდე ახალი მწერის მოსპობას," - ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში. 




Print