ახალი ამბები
"ბოლო ათწლეულია ასეთი ნალექი არ ყოფილა ქალაქში" - შოთა მურღულია
FaceBook
ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ, ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის ქუჩების დატბორვაზე კომენტარი გააკეთა.

როგორც ქალაქის მერი აცხადებს, ყველა შესაბამისი სტრუქტურა მობილიზებულია და მაშველები უხვი ნალექისგან შექმნილი სიტუაციის კონტროლს ცდილობენ.

"12 საათში, ნალექის ის რაოდენობა მოვიდა, რაც დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში შეიძლება მოსულიყო. ეს არის ინფორმაცია, რომელიც გარემოს ეროვნული სააგენტოდან გვაქვს. მდინარე ოღასკურამ ვერ შეძლო ამდენი ნალექის გატარება და ადიდდა. ჩვენ ყველა გასასვლელი გავუხსენით მდინარეს, თუმცა მას ფიზიკურად არ ჰყოფნის დიამეტრი წყლის ასეთი რაოდენობის გასატარებლად. ეს არის სტიქია და შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო ათწლეულია ამხელა ნალექი არ ყოფილა ქალაქში. მაქსიმალურად ყველაფერი კეთდება პრობლემების აღმოსაფხვრელად და მოსახლეობის დასახმარებლად,"- აცხადებს მურღულია.

მისივე ინფორმაციით, სამაშველო სამსახურები პირველ რიგში საავადმყოფოებთან და სკოლებთანაა მობილიზებული.

მურღულიას ცნობითვე, თვითმმართველობის წარმომადგენლები აუცილებლად მივლენ ყველა იმ ოჯახში, რომელიც დაიტბორა და დახმარებას საჭიროებს. ასევე, დაითვლება ზარალი, რაც ქალაქს სტიქიის შედეგად მიადგა.


ამავე თემაზე:

მდინარე ოღასკურას ადიდების გამო, ბუხაიძის ქუჩაზე მოძრობა გადაკეტილია (ფოტო)

კალაპოტიდან გადმოსული მდინარე ოღასკურა ქუთაისში (ვიდეო)

"ქუჩის კანალიზაციის წყლები სარდაფში ჩადის" - ქუთაისში მოსახლოება დახმარებას ითხოვს

ქუთაისის დატბორილი ქუჩები (ვიდეო)

ევაკუაცია საჯარო სკოლებში - ბავშვები სამაშველო სამსახურს გამოჰყავს

Print