ახალი ამბები
"მოუსწრო პოლიციამ" - ქუთაისში ძარცვისას ერთი პირი დააკავეს
FaceBook
ქუთაისში, 15 ოქტომბერს გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათზე ფალიაშვილის ქუჩაზე არსებული ოქროულობის მაღაზიის გაძარცვა სცადეს. ადგილზე დასაქმებულების თქმით, ორი მძარცველი პოლიციამ მაშინვე დააკავა, რადგან ობიექტში შესვლისას სიგნალიზაცია ჩაირთო.

"წაღებული არაფერი არაა, ვერ მოასწრეს, დაიჭირა პოლიციამ", - ამბობს "ბავშვთა სამყაროში" დასაქმებული, ლალა სილაგავა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-19 და 177-ე მუხლებითაა აღძრული. ეჭვმიტანილი ცხელ კვალზე დააკავეს და შესაბამისად, წაღებულიც არაფერი არაა.
Print