ახალი ამბები
თერჯოლის გამგეობაში ელგუჯა გოცირიძის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ვერტმფრენით მისვლას არ ადასტურებენ
FaceBook
თერჯოლის გამგეობაში მაჟორიტარი დეპუტატის, ელგუჯა გოცირიძის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ვერტმფრენით მისვლას უარყოფენ. ამის შესახებ ინფორმაცია ერთ-ერთ სააგენტოში გავრცელდა. 

გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი, კახა კუპატაძე სოფელ სიქთარვის მოსახლეობასთან მაჟორიტარის შეხვედრას ადასტურებს. თუმცა, ამბობს, რომ ელგუჯა გოცირიძე ღონისძიებაზე ვერტმფრენით არ მისულა.

"არ მისულა, არ ყოფილა ვერტმფრენით ნამდვილად. ალბათ, მანქანით მივიდა. აბა, რითი მივიდოდა," - ამბობს კახა კუპატაძე.

თერჯოლის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, შეხვედრა მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს შედგა. თუმცა, ის ჩვენთან საუბარში არ აკონკრეტებს რა თემაზე შეხვდა გოცირიძე ამომრჩევლებს.

"ვერ გეტყვით. შეხვედრას ვეწრებოდი და ამით ჩემი მოქალაქეობრივი ვალი მოვიხადე," - ამბობს კახა კუპატაძე.


თერჯოლის გამგეობაში ელგუჯა გოცირიძის ამომრჩევლებთან შეხვედრაზე ვერტმფრენით მისვლას არ ადასტურებენ



Print