ახალი ამბები
დაშავებულია მცირეწლოვანი - ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, გამარჯვების მოედანზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანია დაშავდა. ერთ-ერთი არის მცირეწლოვანი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.  
ავტოავარია ორ მსუბუქ ავტომობილს შორის მოხდა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა. რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას გულისხმობს იმ პირის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.






Print