ახალი ამბები
"ტორპედომ" ქობულეთის "შუქურას" 3:1 მოუგო
FaceBook
ეროვნული ლიგის 29-ე ტურის მატჩში "ტორპედომ" ქობულეთის "შუქურას" უმასპინძლა. მატჩი ქუთაისელების გამარჯვებით, ანგარიშით 3:1 დასრულდა.
მასპინძლები მომენტს მომენტზე ქმნიდნენ, თუმცა, ანგარიში 30-ე წუთზე ლევან კუტალიამ გახსნა. ამ უკანასკნელმა დუბლიც გაიფორმა და ანგარიში მეორე ტაიმში გაზარდა. ქუთაისელებმა მესამე გოლიც გაიტანეს, ანგარიში ქიმაძემ გაზარდა.

"შუქურამ" ტაიმის მიწურილს პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა და ანგარიში 3:1 გახდა.

ქუთაისელებმა ამ მოგებით "დინამოსთან" ჩამორჩენა ერთ ქულამდე შეამცირეს. "დინამო"  დღეს, 15 ოქტომბერს  "ლოკომოტივთან" გამართავს თამაშს.

ბაქარ ლიკლიკაძე
Print