ახალი ამბები
ხონში კაკლოვანი კულტურის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა
FaceBook
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდიში ახალი კაკლოვანი მცენარეების გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა, სადაც პირველ ეტაპზე 30 ადგილობრივი დასაქმდება. საწაემო " ედელინგის" გახსნა ქართულ - გერმანული ინვესტიციით განხორციელდა და მისმა ღირებულებამ 8 მილიონი ლარი შეადგინა. საწარმო უახლესი ევროპული ტიპის დანადგარებითაა აღჭურვილი და აქ გადამუსავდება როგორც ადგილობრივი ასევე შემოტანილი ნედლეული. უმაღლესი ხარისხის პროდუქტი კი მსოფლიოს რამდენიმე ბაზარზე გავა.

"ეს არის უმაღლესი სტანდარტისა და უახლესი აპარატურით აღჭურვილი ქარხანა, სადაც ადგილობრივთან ერთად იმპორტირებული ნედლეულიც გადამუშავდება, პრემიუმ ხარისხის მზა პროდუქცია კი მსოფლიოს რამდენიმე ბაზარზე გავა. ყველაზე მთავარი კი იასაა რომ აქ ადგილობრივები დასაქმდებიან", - განმარტა რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობებთან ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარემ, გრიგოლ ლილუაშვილმა

Print