ახალი ამბები
"ზაფხულში მტვერში დავიხჩვით, ახლა ტალახში" - გაპონოვის ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგებას ითხოვენ
FaceBook

ქუთაისში, გაპონოვის ქუჩაზე მცხოვრებლებმა აქცია გამართეს.

ისინი ქუჩაზე არსებულ მდგომარეობას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ უკვე 5 თვეა ქუჩა გადათხრილია, რის გამოც, გადაადგილება უჭირთ.

"ზაფხულში მტვერში დავიხჩვით, ახლა წვიმებია ტალახში ვართ. ამდენი ხანი არავინ აკეთებს, შეცვალეს წყლის მილები და ასე დატოვეს", - ამბობს გაპონოვის ქუჩაზე მცხოვრები, თეონა ეფრემიძე.


ქუთაისი გაპონოვის ქუჩა

აქციის მონაწილებს შეუერთდა პარტია "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატი  გოგი წულიაც."უბედურება ის არის რომ ეს ხალხი ასე დატოვეს და არაფერს ეუბნება არავი"- აცხადებს გოგი წულაია.

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ გზის საფარის მოწესრიგებას რამდენიმე დღეში დაიწყებენ.

"შერჩეულია უკვე კომპანია, რომელმაც ტენდერში გაიმარჯვა, აქ მთლიანად უნდა მოხდეს გზის საფარის დაგება და იქნება ძალიან კარგი ხარისხის გზა. ამ ყველაფერს სჭირდება დრო, შესაბამისად, უახლოეს დღეებში იწყება საფარის დაგებაც", - ამბობს წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვისცენტრის ტექნილური სამსახურის ხელძღვანელი, მალხაზ გუნია.

ქუთაისში წყალმომარაგების სისტების რეაბილიტაციას თურქული კომპანია SMK ახორციელებს. წყალმომარაგების სისტემის სრული რეაბილიტაცია 2018 წელს უნდა დასრულდეს.

 

Print