ახალი ამბები
სურსათის ეროვნული სააგენტო იმერეთში სკოლებს და საბავშვო ბაღებს ამოწმებს
FaceBook
სურსათის ეროვნული სააგენტოსს წარმომადგენლები იმერეთის რეგიონში კვების ობიექტებისა და სამეწარმეო საქმიანობის შემოწმების მიზნით, 30 საჯარო სკოლაში მივიდა. მათი ინფორმაციით, აქედან კვების ობიექტი 15 საჯარო სკოლაში არ ფუნქციონირებდა.

"ადგილზე მისვლის დროს აღმოჩნდა, რომ არც ინდ.მეწარმე არ იყო ადგილზე. როგორც სკოლებში განგვიცხადეს ზოგს შეჩერებული აქვ საქმიანობა და ბუფეტები სწორედ ამიტომ არ იყო გახსნილი", - განმარტავენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

სურსატის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, რომ საჯარო სკოლების გარდა, ასევე, შემოწმდა 12 საბავშვო ბაღი, აქედან 10 საჯარო, ხოლო 2 კერძო ბაღი იყო. რა დარღვევები აღმოჩნა სკოლებსა თუ ბაღებში ამ საკითზე სურსათის ეროვნული სააგენტო განცხადების გაკეთებას მოგვიანებით გეგმავს.

"მოხდება საერთო შემოწმება, რის შემდეგაც ვაცნობებს საზოგადოებას სად რა დარღვევა დაფიქსირდა და ვის რა გაფრთხილება მიეცათ", - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

სურსათის ეროვნული სააგენტო საბავშვო ბაღებისა თუ სკოლებიში სანიტარული ნორმების შემოწმებას აქტიურად ახორციელებს. მათი თქმით, შემოწმებების პროცესი ისევ გრძელდება.



ამავე თემაზე:

ქუთაისის 15 საჯარო სკოლა ბუფეტის გარეშე და ჯანსაღი კვების რეგულაციებით დაზარალებული მეწარმეები
Print