ახალი ამბები
14 ოქტომბერს ხონში კაკლოვანი კულტურის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნება
FaceBook
ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდში კაკლოვანი კულტურის გადამამუშავებელი საწარმო მიმდინარე წლის 14 ოქტომბერს 12:00 სთ-ზე გაიხსნება. 

საწარმოს გახსნა ქართულ-გერმანული ინვესტიციით განხორციელდა და მისი ღირებულება 8 მილიონ ლარს შეადგენს. კაკლოვანი კულტურის გადამამუშავებელ საწარმოში პირველ ეტაპზე 30 ადგილობრივი დასაქმდება.

შპს "რენატუს ჯგუფმა" სოფელ ივანდიდში 10833 კვ. მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსგან 54 ათას ლარად შეიძინა.
Print