ახალი ამბები
ქუთაისის მერობის კანდიდატმა გზა გადაკეტა
FaceBook
ქუთაისის მერობის კანდიდატმა გაზის ტარიფის შესაძლო გაზრდა ქალაქში გზის გადაკეტვით გააპროტესტა.
"თავისუფალი საქართველოს" ქუთაისის მერობის კანდიდატმა გოგი წულაიამ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე თავის მომხრებთან ერთად, ავტომანაქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცა. სიტუაციის განმუხტვა საპატრულო პოლიციის ჩარევის შემდეგ მოხდა.

კანდიდატის თქმით, შესაძლოა ელექტროენერგიის ტარიფიც გაიზარდოს. გზის გადაკეტვამდე წულაიამ აქცია პარლამენტის წინ გამართა და ხელისუფლებას საკითხის მოგვარება მოსთხოვა.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.
Print