ახალი ამბები
ნაგვისთვის განკუთვნილ პაკეტში ახალშობილი იპოვეს
FaceBook
სამართალდამცველები ბავშვის დედას ეძებენ

რუსეთში, ჩელიაბინსკის ოლქში ტყეში მოსეირნე კაცმა ნაგვისთვის განკუთვნილ პაკეტში გახვეული ბავშვი იპოვა. ახალშობილს ჭიპლარიც ზედ ჰქონდა და სხვა ბიომასალებიც. პაკეტში ჭიანჭველები შემძვრალიყვნენ და დაეკბინათ, ახალშობილი ტიროდა.
ახალშობილი გოგონა მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში და მასზე ექიმთა ჯგუფი ზრუნავს. მედიკოსების თქმით, ახალშობილს ყველაფერი რიგზე აქვს და მალე გამოჯანმრთელდება. მედიკოსები გაოცებას ვერ მალავენ, როგორ გადარჩა ბავშვი, მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ მთელი ღამე გაატარა ტყეში, სიცივეში და თან მწერების მიერ იყო დაკბენილი. 
საქმე გამოძიება მიმდინარეობს. ადგილობრივი სამართალდამცველები ბავშვის დედას ეძებენ.

mshoblebi.ge
Print