ახალი ამბები
წერეთლის უნივერსიტეტში გაცვლით პროგრამა DAAD-ში მონაწილეობის მისაღებად რეგისტრაცია იწყება
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გერმანიაში აკადემიური გაცვლითი პროგრამის "DAAD"- ის პრეზენტაცია გაიმართა. DAAD- ის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გერჰარ ოილმა სტუდენტებს და სასწავლებლის აკდემიურ პერსონალს გაცვლითი პროგრამები შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

"ენის შემსწავლელ კურსებზე ერთთვიანი კურისის გავლა, ასევე, მაგისტრებისთვის არის ინგლისური და გერმანულენოვანი პროგრამები სპეციალობის კუთხით ენის გაძლიერებისთვის, ასევე, არის სტუდენტების ჯგუფების ვიზიტი გერმანულ უნივერსიტეტებში და დოქტორანტებისთვის 3-4 თვიანი გაცვლითი პროგრამა გერმანულ ინივერსიტეტებში. შესაბამისი მოთხოვნების დაკმაყოფილების შემდეგ მათ მიეცემათ სტიპენდიები, რომლითაც შეძლებენ ცხოვრებას, სწავლას და გადასახადების გადახდასაც ", - ამბობს გერმანული გაცვლითი პროგრამის "DAAD- ის" თბილისის ორგანიზაციის ხელმძვანელი გერჰარდ ოილი.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ გერმანულ გაცვლითი პროგრამაში მონაწილე სტუდენტები. საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტის ნათია კეთილაძის თქმით, მან 3 კვირიანი კურსი დუსელდორფში სპეციალობის კუთხით გაიარა.

"საინტერსო იყო ის, რომ რასაც გვასწავლიდნენ ამის რეალიზება ხდებოდა პრაქტიკაშიც, რამაც დიდი გამოცდილება შემძინა", - ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სტუდენტი ნათია კეთილაძე.

გერმანული აკადემიური გაცვლითი პროგრამა "DAAD"- ის წერეთლის უნივერსიტეტში  წლებია ხორციელდება. გასულ წელს ოთხმა სტუდენტმა  "DAAD"- ის სტიპენდია მოიპოვა. ახალ პროგრამებში მონაწილების მისაღებად კი მსურველებმა რეგისტრაცია  www.ic.daad.de tbilisi - ამ ვებგვერდზე უნდა გაიარონ.  სტუდენტებს განაცხადების წარდგენა მიმდინარე წლის 1 დეკემბრამდე შეუძლიათ.
Print