ახალი ამბები
ქუთაისში 12 საპატიო "ზასტაველი" აირჩიეს
FaceBook
ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში "ზასტაველობა" 2017 აღინიშნა. ღონისძიების ორგანიზატორი საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი, ნატო ქათამაძე იყო.
ღონისძიებაზე 12 საპატიო "ზასტაველი" დააჯილდოვეს. ესენი არიან: საზოგადოება "ბაღისკიდის" დამფუძნებელი, ალეკო ბარბაქაძე, იუმორისტი -ვაჟა ჭყონია, მუსიკოსი მურმან შათირიშვილი, არქიტექტორი ანდრო მარჯანიშვილი, N 17-ე ბაგა ბაღის ყოფილი  გამგე ცისანა კუბლაშვილი, რონალდ კვერნაძე, ექიმი მაგული ჩხობაძე, პროფესორი ომარ გვეტაძე, თენგიზ სიმსივე, რობერტ გოლეთიანი,  შოთა ოქროპილაშვილი და ნინო უჩაძე.

საპატიო "ზასტაველებმა" მათთვის მინიჭებული წოდება მათ მიერ განვლილი გზის დაფასებად და ამავე დროს დიდ პასუხისმგებლობად შეაფასეს.

დაჯილდოვების ცერემონიალამდე, საკრებულოს დეპუტატმა მისი საქმიანობის სამი წელი შეაფასა.

საღამოზე მუსიკალური და ქორეოგრაფიული ნომრები შესრულდა.  "ზასტაველობას" ოპერის თეატრის დირექტორი, თორნიკე მარჯანიშვილი უძღვებოდა.

ზასტავის დღესასწაული ქუთაისში 1997 წლის შემდეგ აღინიშნება.
Print