ახალი ამბები
ღვარსადენზე შეერთებული კანალიზაცია ქუთაისში - მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
FaceBook
ქუთაისში, სოლომონ პირველის ქუჩაზე მოსახლეობას კანალიზაციიდან გამოსული ფეკალური მასების სუნი წლებია აწუხებს.
ღვარსადენზე შეერთებულია კანალიზაცია - ამ მიზეზს ასახელებენ სომონ პირველის ქუჩის მცხოვრებლები პრობლემის გამომწვევ მიზეზად. მათი თქმით, ამის შესახებ მათ გაერთიანებული წყალმომარაგების ცხელ ხაზზეც დარეკეს, სადაც განუმარტეს, რომ აღნიშნული პრობლემა მათ არ ეხება და ადგილობრივ თვითმმართველობას უნდა მიმართონ.

"საშინელი სუნი ამოდის. ხან ვინ მოიწამლა, ხან ვინ. ვიღაცას კუჭი ეტკინა, ვიღაცას აღებინა და რა ვიცით ვაბრალებთ ამ პრობლემას. მეორე წელია სანიაღვრე სისტემა არ მუშაობს და როცა ამავე ქუჩაზე დასალევი წყალი მოდის, ქუჩაზე გადმოდის და რეცხავს მას. ასევე, წვიმის დროს შადრევანივით ასხამს წყალი", - ამბობს ამავე ქუჩაზე მცხოვრები, ქეთინო კვიცარიძე.

ააიპ "სპეციალურ სერვისებში" პრობლემის არსებობას მოსახლეობას აბრალებენ. "სპეციალური სერვისების" დირექტორის მოადგილის, არჩილ ჭავჭანიძის თქმით, ღვარსადენზე კანალიზაციას თავად მოსახლეობა აერთებს. მისივე თქმით, მსგავსი პრობლემა მთელ ქუთაისშია.

"საერთოდ ასეთი რამე არის აკრძალული და მოსახლეობა თვითნებურად აერთებს ღვასადენებზე კანალიზაციას და მერე თვითონ უჩნდებათ პრეტენზიები", - ამბობს არჩილ ჭავჭანიძე.

არჩილ ჭავჭანიძე განმარტავს, რომ კეთილ ნებას გამოიჩენენ და ზემოთ აღნიშნულ საკითხს გეგმიურად მოაგვარებენ.
Print