ახალი ამბები
ექვს თვეში იმერეთში 3000-ზე მეტი დაბადების, 4000-ზე მეტი კი გარდაცვალების ფაქტი დარეგისტრირდა
FaceBook
2017 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით იმერეთში 3 352  დაბადების და 4 700 კი გარდაცვალების ფაქტი დარეგისტრირდა.


ძირითადი დემოგრაფიული მონაცემების შესახებ ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

საქსტატის ცნობით, 2017 წელს 6 თვის განმავლობაში იმერეთის რეგიონში 1 881 ქორწინება და 820 განქორწინება დაფიქსირდა.

Print