ახალი ამბები
ქუთაისში პედაგოგები ფულადი პრემიითა და სიგელებით დააჯილდოვეს
FaceBook
მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში პედაგოგების ყოველწლიური მიღება გაიმართა, სადაც საჩუქრების გადაცემა მოხდა. 

ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ საჯარო სკოლების, ბაღების და ააიპ კულტურულ დაწესებულებათა გაერთიანების ფილიალების პედაგოგები სიგელებითა და ფულადი პრემიით დააჯილდოვა.


სულ 85 პედაგოგი, რომელიც მერიაში თავად დაწესებულებებმა წარადგინეს. ასევე დაჯილდოვდნენ, მიმდინარე წელს ეროვნულ გამოცდებში სკოლებს შორის საუკეთესო შედეგისთვის #41 საჯარო სკოლა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმი. ყველა პედაგოგს 100 ლარი გადაეცა, #41 საჯარო სკოლა და კადეტთა სამხედრო ლიცეუმი კი, მიმდინარე წელს ეროვნულ გამოცდებში სკოლებს შორის საუკეთესო შედეგისთვის, 500 ლარით დააჯილდოვეს.

მერიამ ღვაწლმოსილი და წარმატებული პედაგოგების გამოსავლენად ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა და წინადადებების მიღება მიმდინარე წლის 30 სექტემბერს დაიწყო. 


Print