ახალი ამბები
წყალტუბოს პარკში რკინის კონსტრუქციის მშენებლობას აპროტესტებენ
FaceBook
წყალტუბოში, ცენტრალური პარკის შესასვლელში, სავარაუდო კაფე-ბარის მშენებლობას აპროტესტებენ. 
ადგილზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები იმყოფებოდნენ და განაცხადეს, რომ მშენებლობა უკანონოდ მიმდინარეობს, აღნიშნულ ტერიტორიაზე კი წიწვოვანი ხეები მოჭრეს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები გამგეობას რეაგირებისკენ და აღნიშნული ნაგებობის დემონატაჟისკენ მოუწოდებენ.

წყალტუბოს გამგებაში კი აცხადებენ, რომ აღნიშნული კონსტრუქციის მშენებლობაზე ნებართვა გაცემული არ არის, ხოლო შესაბამისი მიწის ფართობი საკრებულოს გადაწყვეტილებით, ივნისის თვეში აუქციონის ფორმით გასხვისდა.

გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, სპეციალური კომოსია უკვე სწავლობს აღნიშნულ საკითხს, კონსტრუქციის აღება კი უახლოეს მომავალში მოხდება.
Print