ახალი ამბები
ქუთაისში ამერიკელი ფოტოგრაფის ედვარდ კურტისის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოფენა მოეწყო.

იგი საჯარო ბიბლიოთეკასთან არსებული ე.წ. „ამერიკული კუთხის“ ორგანიზებით გაიმართა, წარმოდგენილი იყო ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფისა და ეთნოგრაფის, ედვარდ კურტისის ფოტო-რეპროდუქციები.

"ფოტოები გახლავთ 1900 წლიდან გადაღებული. ფოტოგრაფი მოგზაურობდა ჩრდილოეთ ამერიკაში და ჩრდილოელ ინდიელთა ტომების ცხოვრებას აღწერდა. ტომების რომლებიც გადაშენების პირას იყვნენ მისული. მან მოახერხა დაეტოვებინა სამყაროსთვის ფოტოები, რომლებიც ასახავენ ინდიელთა ყოფის თავისებურებებს", - აღნიშნა ქუთაისის მე-4 ბიბლიოთეკის, ამერიკული კუთხის კოორდინატორმა ინგა ივანიშვილმა.

გამოფენის ფარგლებში გაიხსნა საიტი, სადაც ნებისმიერ მსურველს ექნება შესაძლებლობა, განათავსოს საკუთარი ფოტო-ნამუშევარი ქართულ ეთნოსთან დაკავშირებით. საუკეთესო ფოტოების ავტორები მიწვეული იქნებიან ამერიკის საელჩოში.

როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, გამოფენა ერთი თვის განმავლობაში იმოგზაურებს ქუთაისში.

Print