ახალი ამბები
ფეხბურთის ფედერაციამ "ტორპედოს" გულშემატკივრებს "ლოკომოტივთან" მატჩზე დასწრებაზე უარი უთხრა
FaceBook
მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის "ტორპედოსა" და თბილისის "ლოკომოტივის" შეხვედრა ცარიელი ტრიბუნებით ჩატარდება. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ "ტორპედოს" გულშემატკივრებს თამაშზე დასწრების უფლება არ მისცა.

საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ უარის მიზეზად ფედერაციამ გუნდების ქომაგთა შორის ჯერ კიდევ არსებული რისკები დაასახელა.

"ჩვენ ყველაფერი ვცადეთ, რომ მიგვეცა გულშემატკივრებისთვის თამაშზე დასწრების შესაძლებლობა, მაგრამ როგორც ჩანს ფეხბურთის ფედერაცია თვლის, რომ ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული რისკები. ამიტომ უარი გვითხრეს. ამის მიუხედავად,  გუნდი მოტივირებულია და მზად ვართ ვიბრძოლოთ ჩემპიონობისთვის", - ამბობს ქუთაისიპოსტთან საუბარში "ტორპედოს" აღმასრულებელი დირეტქორი, მამუკა მოსიაშვილი.

"ტორპედო" -"ლოკომოტივის" მატჩზე დასასწრებად   კლუბის გულშემატკივრებმა პეტიციაზე ხელმოწერები  შეაგროვეს, თუმცა, ფეხბურთის ფედერაციის გაადწყვეტილებით მატჩი მათ გარეშე ჩატარდება.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ "ტორპედოს" გულშემატკივრებს "ლოკომოტივთან" საპასუხო მატჩზე დასწრების უფლება, ამავე გუნდებს შორის მიმდინარე წლის 11 აგვისტოს გამართულ შეხვედრაზე მომხდარი ინცინდენტის გამო ჩამოართვა. მატჩის მიმდინარეობისას ტრიბუნებზე დაწყებული ჩხუბის გამო ჩაშლილი თამაშის შემდეგ, აღმასკომმა ორივე გუნდი 20 000 ლარით დააჯარიმა. ამასთანავე, მათ ორ მატჩზე გულშემატკივრების დასწრების უფლება ჩამოერთვათ.

ინცინდენტის განმეორების შემთხვევაში კი კლუბებს აქტივში 3-3 ქულა დააკლდებათ.

მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს ქუთაისის "ტორპედო" თბილისის "ლოკომოტივს" ეროვნული ჩემპიონატის 31-ე ტურის ფარგლებში დაუპირისპირდება.

ეროვნულ ლიგაში "ტორპედო" 55 ქულით მეორე ადგილზეა.



ამავე თემაზე:

აღმასკომმა „ტორპედოსა“ და „ლოკომოტივს“ განაჩენი გამოუტანა

"ლოკომოტივისა" და ტორპედოს" თამაში ჩხუბის გამო ჩაიშალა

"ლოკომოტივისა" და ტორპედოს" ჩხუბის გამო ჩაშლილი თამაში 14 აგვისტოს განახლდება

Print