ახალი ამბები
"ბუნებრივი სიკვდილი" - ექსპერტიზის დასკვნა გერმანიაში ქუთაისელი სტუდენტის გარდაცვალებაზე
FaceBook
სტუდენტის ცხედარი, რომელიც გერმანიაში საცხოვრებელ ბინაში გარდაცვლილი იპოვეს, ქუთაისში ჩამოასვენეს.

გარდაცვლილს გერმანიაში სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარდა, რომლის დასკვნის მიხედვით, ახალგაზრდა ბუნებრივი სიკვდილითაა გარდაცვლილი.

"ბუნებრივი სიკვდილი," - აღნიშნულია დასკვნაში, რომელიც ოჯახს უკვე ჩაბარდა.

ბახვა იმედაძეს ხუთშაბათს, მიმდინარე წლის 12 ოქტომბერს დაკრძალავენ. სტუდენტი 2 ოქტომბერს ბინაში გარდცვლილი იპოვეს.

ის წერეთლის უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სტუდენტი იყო. გერმანიაში კი სასწავლებლად, გაცვლითი პროგრამით იმყოფებოდა.


Print