ახალი ამბები
პოლიცია და ბოთლების მტვრევა - დაპირისპირება გარემოვაჭრესა და მაღაზიის მფლობელს შორის ქუთაისში
FaceBook
ქუთაისში, ფალიაშვილის ქუჩაზე გარე მოვაჭრესა და იქვე მდებარე ყვავილების მაღაზიის მფლობელს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულია საპატრულო ეკიპაჟი, რომელიც გარე მოვაჭრემ გამოიძახა.




"მე უკვე წლებია აქ ვვაჭრობ, ეს ყველამ იცის. რამდენიმე დღე არ ვიყავი ქალაქში და რომ ჩამოვედი დამხვდა ეს მაღაზია გახსნილი. მაღაზიის მფლობელი მოვიდა და მეუბნება, რომ თუ არ წავიდოდი პოლიციას გამოუძახებდა. მე ადგილი არ დამიტოვებია, ამ დროს გამოვიდა მაღაზიიდან გოგონა და მეუბნება, რატომ ყიდი შენ ყვავილებსო. ყველამ იცის, რომ აქ წლებია ვვაჭრობ. მაღაზიის მფლობელი ქალი გამოვარდა ყვირილით, შენ აქ აღარ დადგეო და დამიმტვრია ყველაფერი", - აცხადებს გარემოვაჭრე, ლუიზა ინაკავაძე.

ყვავილების  მაღაზიის მფლობელი ნატო დანელია ამბობს, რომ გარე მოვაჭრის ნივთები მან დაამტვრია. თუმცა, მისივე თქმით, სიტუაცია სულ სხვაგვარი იყო

"თხოვნით მივედი, რომ ცოტა გვერდზე გადასულიყო, რადგანაც გზა გადაიკეტა. ეს ქალი გადმოვიდა შეურცხყოფაზე, უცენზურო სიტყვები გვიძახა და შემდეგ, ჩვენს მენეჯერს დაუწყო ლანძღვა, ამანაც ვერ მოითმინა და გავიდა გარეთ. ქალმა ბოთლი ჩაარტყა თავში, ამაზე კი ჩემი რეაქცია იყო, ვფიქრობ, ადეკვატური, ვკარი ფეხი იმ ნაგავს და გადავყარე. საქართველოს კანონმდებლობით, გარე მოვაჭრეობა არის აკრძალული, თუმცა არავინ არაფერს აკეთებს. ჩვენ არანაირ ზარალს არ ავანაზღაურებთ, სახელმწიფოს არჩენს ჩვენნაირი მოვაჭრეები და არა ისინი ვინც გარეთ დგანან," - აცხადებს ნატო დანელია.

მისივე თქმით, მერიის მან საკითხის მოგვარება მერიის ზედამხედველობის სამსახურს თხოვა.

გარე მოვაჭრე ლუიზა ინაკავაძე კი ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ადგილზე ამ დრომდე რჩება მობილიზებული საპატრულო ეკიპაჟი.


ბაქარ ლიკლიკაძე
Print