ახალი ამბები
ქუთაისში C და B ჰეპატიტზე კვლევები იწყება
FaceBook
მიმდინარე წლის 3-დან 6 ივნისის ჩათვლით ქუთაისში C და B ჰეპატიტის გავრცელების ეროვნულ პოპულაციური კვლევა ჩატარდება.
კვლევას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები ჩაატარებენ.
შერჩეული ინდივიდებისგან მონაცემებსა და სისხლის ნიმუშებს სპეციალურად გადამზადებული 20 ინტერვიუერი და 20 ფლებოტომისტი შეაგროვებენ.
"კვლევის წარმატებით განხორციელება დამოკიდებულია, რამდენად მაქსიმალური იქნება მოსახლეობის მოტივაცია და ჩართულობა, ამიტომ მოსახლეობას მოვუწოდებთ ჩაერთონ და დაეხმარონ ჩვენს წარმომადგენლებს სწორი მონაცემების შეგროვებაში," - განმარტავენ დაავადებათა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები.
C და B ჰეპატიტის გავრცელების ეროვნულ პოპულაციური კვლევა საქართველოში 11 მაისს დედაქალაქიდან დაიწყო და 13 აგვისტომდე ყველა რეგიონს მოიცავს . კვლევის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება ზუსტი მონაცემები ეროვნულ დონეზე დაავადების გავრცელების შესახებ.

Print