ახალი ამბები
როგორი იქნება ნაგავსაყრელი, რომელიც ჭოგნარში უნდა მოეწყოს (ვიდეო)
FaceBook

იმერეთში ახალი ნაგავსაყრელის მშენებლობა 2018 წელს დაიწყება.

ახალი ნაგავსაყრელი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭოგნარში განთავსდება და ის იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონებს მოემსახურება. რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ახალი ნაგავსაყრელი ევროპული სტანდარტების შესაბამისი იქნება.

"რეგიონებში მოეწყობა ნარჩენების გადამტვირთი სადგურები პროექტი ხელს შეუწყობს ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას", - აცხადებენ რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.

ახალ ნაგვასაყრელზე დაგემილია პოლიგონის, ავტომობილის ხიდური სასწორის და სადეზინფექციო აპარატების მოწყობა. სადაც,  ნარჩენების კომპაქტირება და დაპრესვა მოხდება. სამინისტროს ინფორმაციით, ახალ ნაგავსაყრელზე, რომლის მშენებლობა 2018 წელს დაიწყება და 2019 წელს დასრულდება 150 ადამიანი დასაქმდება.

იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონული ნაგავსაყრელის მოწყობისთვის სოფელ ჭოგნარში 36 ჰა მიწის ფართობი შეირჩა. პროექტს "მყარი ნარჩენების მართვის კომპანია", გერმანულ მხარესთან თანამშრომლობით, ახორციელებს. ახალი ნაგავსაყრელი 700 000 მოქალაქეს მოემსახურება. პროექტის სრული საინვესტიციო ღირებულება 26 მლნ ევროს შეადგენს. ახალი რეგიონული ნაგავსაყრელის აშენებას იქ მცხოვრები მოსახლეობა აპროტესტებს.

 


რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ მომზადებული ვიდეო
Print