ახალი ამბები
ილოს დრო - ფოტოკონკურს „ილო 2017“-ის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
FaceBook
ქუთაისის ტურიზმის ცენტრში ფოტოკონკურს "ილო- 2017" ის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ფოტოგრაფები და წინა წლებში გამარჯვებული კონკურსანტებიც ესწრებოდნენ.წელს კონკურსი "ილო 2017" საიუბილეო თარიღს - დაარსებიდან მეათე წელს აღნიშნავს.

`მეათე წელია ფოტოკონკურსი ილო ქუთაისისთვის კარგ ტრადიციად იქცა. იგი პრაქტიკულად ყოველწლიურად ტარდება. მის მიმართ ერთგვარი მოლოდინი გაჩნდა - შემოდგომა ილოს დროა. წინასწარგანწყობაც არის. ფოტოგრაფები, მოყვარულები, რომელთაც ეს სფერო აინტერესებთ ემზადებიან, ათვალიერებენ ძველ არქივებს ინტერესდებიან თემით. ეს იდეა წარმატებული აღმოჩნდა. მისი მიზანი: ხელი შეუწყოს ფოტოგრაფიის ხელოვნების განვითარებას და ინჭიერი ადამიანების დამკვიდრებას, ეს მიღწეულია", - აღნიშნავს მერის კულტურის სამსახურის მტავრი სპეციალისტი, კონომცოდნე თამთა თურმანიძე.

კონკურსი გამოცხადდება: 2017 წლის 4 ოქტომბრიდან დაიწყო, ნამშევრების მიღება 4 ნოემბრამდე გაგრძელდება. შედეგები გამოცხადდება: 2017 წლის 7 ნოემბერს.
ფოტოკონკურსში გამარჯვებულთათვის დაწესებულია 4 პრემია
პირველი პრემია - 800 ლარი
მეორე პრემია - 600 ლარი
მესამე პრემია - 500 ლარი
პუბლიკის სიმპატიის პრიზი - 100 ლარი.
ძირითადი ფოტოკონკურსის თემა არის თავისუფალი.
პრემია "პუბლიკის სიმპატიის" თემა არის "ქუთაისი - ქალაქი, რომელიც მიყვარს" .

შეხვედრაზე კიდევ ერთი პრიზის დაწესების შესახებ გახდა ცნობილი, რომელიც სტუდია შალეჩარდ.გე-მ დააწესა. იგი სასაჩუქრე ბარათს გადასცემს რამდენიმე მონაწილეს. "პრიზს მიიღებს იმ ის მონაწილე, რომელიც ქულებით მეოთხე, მეხუთე ადგილებზე გავლენ, ანუ ცოტა დააკლდათ გამარჯვებამდე", აღნიშნა სტუდიის წარმომადგენელმა მამუკა კაკაურიძემ.

ფოტოკონკურსი "ილო" 2007 წლიდან ყოველწლიურად იმართება და მას ორგანიზებას ქალაქის მერიის კულტურის, სპორტის, განათლების, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური უწევს. ფოტოკონკურსი ქუთაისელი კოლორიტის ილო ხახიაშვილის სახელს ატარებს, რომლის ფოტოატელიეც ათწლეულების განმავლობაში ქალაქის ცხოვრების ერთგვარი მემატიანე იყო.

Print