ახალი ამბები
"იმედი დავკარგეთ, რომ სახლის პირობებში ფაროსანას დამარცხება შესაძლებელია"
FaceBook
ვანის მუნიცპალიტეტის სოფელ ბზვანში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პესტიციდის დარიგება დაიწყო. ადგილობრივის თქმით, უკვე სამი თვეა გაუსაძლის მდგომარეობაში არიან, რადგან მავნებელი მწერები  უკვე სახლშიც შედიან. "ყოველგვარი იმედი დავკარგეთ, რომ სახლის პირობებში ფაროსანას დამარცხება შესაძლებელია. სურსათის ეროვნულ სააგენტოს ვთხოვთ, დაუკავშირდნენ ადგილობრივ გამგეობას და მიიღონ ზომები, რომ ამ მავნებლის გავრცელება მაქსიმალურად შესუსტდეს," - აცხადებენ ადგილობრივები.  

მათი თქმით, რომ ფაროსანამ  უკვე დააზიანა თხილი და ხეხილი.  მავნელებელი მწერის  წინააღმდეგ ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის იმერეთის ხელმძღვანელის თქმით, ყველაზე რთული ვითარება ხონში, ვანსა და სამტრედიაშია. იოსებ ხახალეიშვილი ამბობს, რომ სპეციალურ სითხეს იმერეთის სამ მუნიციპალიტეტში 38 838 ოჯახი მიიღებს.
Print