ახალი ამბები
საქართველოში ე.წ. "ჭვკიანი კამერების" დამონტაჟება დაიწყო
FaceBook
საქართველოში ე.წ "ჭვკიანი კამერების" დამონტაჟება დაიწყო. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ 3000-მდე ვიდეოსამეთვალყურეო კამერა განთავსდება.

ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს, სადაც მიმდინარე ტექნოლოგიურ რეფორმებზე პრეზენტაცია გამართეს.

შს სამინისტროშ აცხადებენ, რომ ერთობლივი ოპერაციების ცენტრში დანერგილი ვიდეოანალიტიკური პროგრამებით სხვადასხვა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ავტომატურ რეჟიმში დაფიქსირება მოხდება. დამრღვევი მძღოლი კი შემდეგ ფაქტებზე დაჯარიმდება:

• შუქნიშნის წითელ ფერზე გავლა;
• ორმაგი ღერძულა ხაზის გადაკვეთა;
• სიჩქარის გადაჭარბება;
• მოძრაობის საწინააღმდეგო მიმართულებით გადაადგილება;
• მუნიციპალური ტრანსპორტის ზოლში მოძრაობა.

ახალი რეგულაციის თანახმად, სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ან აპლიკაციის საშუალებით ეცნობება.

როგორც შს სამინიტროდან ქუთაისიპოსტს აცნობეს, ვიდეოსათვალთვალო სისტემების დამონტაჟება 2018 წლის 1 აპრილამდე უნდა დასრულდეს.

იმერეთის რეგიონში, ბაღდათის გარდა, სულ 142 კამერა დამონტაჟდება. მათ შესაძენად მუნიციპალიტეტებმა გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადეს, რომელიც მთავრობის განკარგულების საფუძველზე განხორციელდა, სადაც განმარტებულია, რომ ღონისძიების გატარება სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობისაა.

ე.წ "ჭკვიან კამერებს" შპს "დელტა კონსალტინგი" შეიძენს. იმერეთის მუნიციპალიტეტების გარდა, კომპანია ვიდეოსათვალთავლო კამერებს საქართველოს 62 მუნიციპალიტეტსა და ქალაქს შეუძენს. გამარტივებული შესყიდვის შედეგად კომპანიას მუნიციპალიტეტებმა ადგილობრივი ბიუჯეტიდან 4 084 295 ლარი გადაუხადეს.
Print