ახალი ამბები
სინოპტიკოსები დასავლეთ საქართველოში წვიმას და ელჭექს პროგნოზირებენ
FaceBook
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში ამინდი გაუარესდება. სინოპტიკოსების  ვარაუდით, 9 ოქტომბერს დღის მეორე ნახევრიდან ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს და საღამოს საათებში იწვიმებს.

"9 ოქტომბერს საღამოს ველოდებით გაწვიმებას, ტემპერატურა დაიკლებს 17 გრადუსამდე, ასევე, წვიმა და ელჭექია ნავარაუდები 10 ოქტომბერსაც", - ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, დოდო გვაზავა.

მისი თქმით, 11-12 ოქტომბერს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმა შესუსტდება და შესაძლოა მცირე დროით გამოიდაროს. თუმცა,  13 სექტებრიდან ისევ ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი.



Print