ახალი ამბები
"არ ვადასტურებ" - ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი კერძო საბავშვო ბაღის მესაკუთრეობაზე
FaceBook
კერძო სპორტული საბავშვო ბაღი, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ქუთაისში გაიხსნა, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის, გია გიორგაძის სახლში ფუნქციონირებს.

საბავშო ბაღის კონსულტანტი მსოფლიო ჩემპიონი, ნონა გაფრინდაშვილია.

ქუთაისიპოსტის ინფომაციით, კერძო საბავშო ბაღის ერთ-ერთი მესაკუთრე ქუთაისის მერიის დაქვემდებარებაში მყოფი ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელი, ნანა ლორთქიფანიძეა. თუმცა, მან ჩვენთან საუბარში ეს არ დაადასტურა.

"არ ვადასტურებ ინფორმაციას," - განაცხადა ნანა ლორთქიფანიძემ.

საბავშვო ბაღში "ლიდერი" 3 წლიანი აღსაზრდელების სწავლის საფასური 180 ლარს, ხოლო 3 წლის ზემოთ ასაკის 200 ლარს შეადგენს.

სკოლამდელ დაწესებულებაში ტანვარჯიში და ჭადრაკი ისწავლება. ასევე, ტარდება გამაჯანსაღებელი ვარჯიშები.


Print