ახალი ამბები
ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის რექტორს კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდებენ
FaceBook
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორობის ერთ-ერთ კანდიდატს, გიორგი ღავთაძეს, რომელსაც ამ დრომდე რექტორის თანამდებობა უჭირავს, კანდიდატურის მოხსნისკენ მოუწოდბენ.
ღავთაძე კანდიდატურის მოხსანს უნივეტსიტეტის მოქმედი და ყოფილი პროფესორ-მასწავლებლები სთხოვენ. აღნიშნულის მოთხოვნით ლექტორ-მასწავლებლემა მერიის შენობის წინ აქცია გამართეს.
"უმჯობესი იქნება მისთვისაც და სასწავლებლისთვისაც კანდიდატურა მოხსნას. აქ კი იმიტომ ვდგავართ, რომ სწორედ მერიაში მფრაველობენ მას", - განაცხადა უნივერსიტეტის ყოფილმა პროფესორმა, მარეხ ყვავაძემ.
აქციის მონაწილეების განმარტებით, გიორგი ღავთაძეს უკავშირდება უნივერსიტეტში უსამართლოდ ჩატარებული კონკურსები, მას ასევე ნეპოტზმში ადანაშაულებენ.
წერეთლის ინივერსიტეტში ახალი რექტორის არჩევნები მიმდინარე წლის 23 თებერვალს ჩატარდება. ახალი რექტორი უნივერსიტეტის 19 კაციანმა აკადემიურმა საბჭომ უნდა შეარჩიოს. რექტორობისთვის გიორგი ღავთაძის გარდა, სამი კანდიდატი იბრძვის:
სასწავლებლის ყოფილი რექტორი, გიორგი ონიანი, ქუთაისის ყოფილი მერი დიმტრი კოპალიანი და მერობის ყოფილი კანდიდატი შერმადინ მიქელთაძე.
თეკლე მორგოშია
Print