ახალი ამბები
ქუთაისის მერიის წინ სოკო შადრევანი მოტეხეს
FaceBook
ქუთაისისი მერიის ადმინისტრაციული შენობის წინ სოკო შადრევანი დააზიანეს.

თვითმხილველების თქმით, შემთხვევა 6 ოქტომბერს დილის საათებში მოხდა. მათვე ცნობით, სოკო შადრევანი მოზარდებმა დააზიანეს.

ქუთაისის მერიაში განმარტავენ, რომ დაზიანებული შადრევანი უახლოეს დღეებში შეკეთდება და თავის ადგილს დაუბრუნდება.

თვითმმართველობის ადმინისტრაციული შენობის წინ იგივე შადრევანი გასულ წელსაც დააზიანეს. იმ დროისთვის მერიის დაცვის სამსახურში განმარტავდნენ, რომ კონკრეტულად ვინ დააზინა შადრევანი, მათ არ დაუნახავთ, თუმცა მათივე თქმით, რამდენიმე წუთით ადრე მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვები თამაშობდნენ.




Print