ახალი ამბები
ნავენახევის მღვიმის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება
FaceBook
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ნავენახევის მღვიმეში ინფრასტრუქტურული სამუშაობი მიმდინარე წლის დეკემბერში დასრულდება. დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ მღვიმეში სამუშაობი აქტიურად მიმდინარებს.

"გარეთ და მღვიმის შიგნით სამუშაობი მიმდინარეობს. რის შემდეგაც მოხდება ტექნიკით აღჭურვა" -  განმარტავენ დაცული ტერიტორიების სააგენტოში.

სააგენტოს ინფორმაციით, ნევენახევის მღვიმის ავეჯით და ტექნიკით აღჭურვისთვის კიდევ ერთი ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. სწორედ სრული მოწყობის შემდეგ შეძლებს მღვიმე ვიზიტორების მიღებას.

ნავენახევის მღვიმის ვიზიტორთა ცენტრის და ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტების სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი 2017 წლის 15 ივნისს გამოცხადდა. ტენდერში გაიმარჯვა შპს „მტმ“-მ, რომელმაც მღვიმის ტერიტორიაზე მუშაობა მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო.

ამავე თემაზე:

როგორი იქნება ნავენახევის რეაბილიტირებული მღვიმე (ფოტო)

Print