ახალი ამბები
ქუთაისელი სტუდენტი გერმანიაში გარდაცვლილი იპოვეს
FaceBook

ქუთაისელი 19 წლის სტუდენტი, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიაში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა, ბინაში გარდაცვლილი იპოვეს.

არსებული ინფორმაციით, სტუდენტის ცხედარი 2 ოქტომბერს ბინაში ნახეს.

ბახვა იმედაძე წერეთლის უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის სტუდენტი იყო. უმაღლეს სასწავლო დასეწებულებაში განმარტავენ, რომ მას სტუდენტის სტატუსი შეჩერებული ქონდა და ამ დროსთვის მათ სტუდენტად არ ირიცხებოდა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უწყება თავისი კომპეტენციის ფარგლებში გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობს.

 

Print