ახალი ამბები
"არა მონოპოლიას" - ქუთაისში ანტიმონოპოლიური სამსახურის შექმნას ითხოვენ
FaceBook
"ყველაფერი ძვირდება, ამ ქვეყანაში უკვე შეუძლებელია ცხოვრება"

ქუთაისში სააფთიაქო ქსელებისა და ბენზინგასამართი კომპანიების მონოპოლიის არსებობაზე მიუთითებენ.
პარტია "თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გოგი წულაიას თქმით, მედიკამენტებზე და საწვავზე ფასების ზრდას საქართველოში არაკონკურენტული და მონოპოლიური ბიზნესგარემო იწვევს.
"ყველაფერი ძვირდება, ყველა სფეროში მონოპოლიაა გამეფებული, ამ ქვეყანაში უკვე შეუძლებელია ცხოვრება. წინა ხელისუფლების დროს გააუქმეს ანტიმონოპოლიური სამსახური, მაგრამ ახალმა მთავრობამ ამის თავიდან ასაცილებლად არაფერი  გააკეთა.  გრძელდება იგივე და საქართველო უარეს მდგომარეობაში ვარდება,"- ამბობს წულაია.
წულაია ხელისუფლებს მოუწოდებს ანტომონოპოლიური სამსახურის შექმანზე იზრუნოს.
ანა ჯანაშია
Print