ახალი ამბები
ქუთაისის მერია 2 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების მიწის ნაკვეთს აუქციონზე ყიდის
FaceBook
ქუთაისის მერია 2 032 421 ლარის ღირებულების მიწის ნაკვეთებს აუქციონზე ყიდის.
ადგილობრივმა თვითმმართველობამ სხვადასხვა ქუჩაზე მდებარე მიწის ნაკვეთები აუქციონზე 20 ლოტად გამოიტანა. მათი ჯამური ფართი 32 348 კვ.მ-ია.

ქუთაისის მერიამ აუქციონი 2017 წლის 22 სექტემბერს გამოაცხადა. ქონების შეძენის შესახებ პრეტენდენტების შეთავაზებების მიღება მიმდინარე წლის 9 ოქტომბერს დასრულდება.

აუქციონში გამარჯვებულთან ნასყიდობის შესახებ ხელშეკრულება აუქციონის დასრულებიდან 15 დღის ვადაში უნდა გაფორმდეს.

Print